გზების დეპარტამენტმა ღია კონკურსი თანამშრომლების პროტესტის შემდეგ შეაჩერა

03 თებერვალი 2020, 17:51 1783 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 6 იანვარს 34 ადგილზე ღია კონკურსი გამოაცხადა, თუმცა მის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე შეწყვიტა.

ამის მიზეზი იმ 34 შტატიანი თანამშრომლის პროტესტი გახდა, რომელთა ადგილებზეც გამოაცხადდა აღნიშნული კონკურსი. ვაკანსიები უწყებაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორი სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად სამი შეიქმნა.

ამ ერთ სამსახურში, ზუსტად იმდენივე ადამიანი უნდა დასაქმდეს, რამდენითაც იყო დაკომპლექტებული გაუქმებული სამსახურები. საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მათ სამუშაო ადგილებზე ღია კონკურსის ჩატარება არასწორად მიიჩნიეს და დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" მიაკითხეს.

პროცესებში მესამე სექტორის ჩართვის შემდეგ, აჭარის საავტომობილო დეპარტამენტმა კონკურსი,რომელიც დღეს, 3 თებერვალს, 18 საათზე იწურებოდა, შეაჩერა. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ თანამშრომლები სამსახურში შიდა მობილობის ფორმით გადავლენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში