თავზე დაეხევა შეკვეთილი განაჩენი - გიორგი ერმაკოვის ადვოკატი

27 იანვარი 2020, 14:28 814 ნახვა

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლე დავით მამაისეიშვილმა ჩათვალა, რომ განზრახ თანხის გაფლანგვაში ბრალი, დაკავებული 7 პირიდან, მხოლოდ ყოფილ მერს მიუძღვის.  

გიორგი ერმაკოვის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ მოსამართლე მამისეიშვილის გადაწყვეტილება იყო შეკვეთილი თბილისიდან და ამ გადაწყვეტილების გამო, მას საპატიმროში მოუწევს ჩაჯდომა. 

"ჩვენი ინფორმაციით, მოსამართლე დავით მამისეიშვილს აწინაურებენ იმის სანაცვლოდ, რომ მას მიეღო ეს მონური გადაწყვეტილება, მონობასთან ერთად, რაც დადასტურდა, ეს არის სუპერ არაკვალიფიციური გადაწყვეტილება, მას თავზე დაეხევა შეკვეთილი განაჩენი, რომელიც დღეს გამოიტანა.

პირადად მე, მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, არცერთი დღე არ დამეზარება, რომ ყველა ინსტანციაში, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროსასამართლოში დავადასტურო ის ფაქტი, რომ ეს მოსამართლე არ არის ღირსი ატაროს მანტია. აუცილებლად გათენდება ის დღე, როდესაც სწორედ აი ამ ადგილს დაიკავებს დავით მამისეიშვილი, როდესაც უკვე გახდიან მასზე ძალით მორგებულ მანტიას.. ის დაიკავებს ადგილს საპატიმრო დაწესებულებაში. 

ადვოკატი ამბობს, რომ 13 იანვარს, მოსამართლე თბილისში იმყოფებოდა და მასთან მოხდა გარიგება. 

"თუ დააკვირდით დღეს ის კანკალებდა როდესაც ის აცხადებდა თავის გადაწყვეტილებას. ეს ბუნებრივი შიში იყო, გამოწვეული რეალობის აღქმის. ცოტა ხანში, როდესაც შეიცვლება ეს პოლიტიკური გუნდი, ის მოხდება საპატიმროში.  დარწმუნებული ვარ, რომ მისი მონური ხასიათიდან გამომდინარე, პირველი იქნება ვინც ითანამშრომლებს პროკურატურასთან, თუ როგორ დაავალეს მას ამ გადაწყვეტილების მიღებაც ​13 იანვარს. ჩვენი ინფორმაციით, ის იმყოფებოდა თბილისში და სწორედ 13 იანვარს მოხდა მასთან გარიგება შესაბამისი წრეების მხრიდან''.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი