ტოჩინოშინი მე-11 საშეჯიბრო დღეს დამარცხდა

22 იანვარი 2020, 12:16 547 ნახვა

ჰაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ოკინოუმთან დამარცხდა. ლევან გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე 5 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს.

დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად დარჩენილი 4 ბრძოლიდან მინიმუმ 3 უნდა მოიგოს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-12 საშეჯიბრო დღეს ტაკაკეიშო იქნება, რომელიც ოძეკის ტიტულს ატარებს, ამასთან მიმდინარე ბაშოზე 8 მოგება და 2 მარცხი აქვს.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი