პარლამენტთან "შეცვალეს" აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

03 იანვარი 2020, 12:43 1328 ნახვა

პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„აქ შვილმკვდარი მამის კარავი იდგა", „სიკვდილის კვალს ვერ წაშლით", “აქ ბავშვებს თვალები დათხარეს"- პლაკატებით" შეცვალეს აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ.

მათ ჰქონდათ მცდელობა მაკო გომურის ფოტო ერთ-ერთ საქანელაზე დაედოთ. სამართალდამცველებმა აქტივისტებს ამის საშუალება არ მისცეს, რასაც  დაპირისპირება მოჰყვა.

"შეცვალეს" აქტივისტების თქმით, ისინი  მალხაზ მაჩალიკაშვილსა და იმ გარემოვაჭრეებს გამოუცხადეს სოლიდარობას, რომლებმაც პარლამენტის შენობის წინ ვაჭრობაზე უარი განაცხადეს.

"სანამ სიმართლეს არ იპოვიან ეს ადამიანები, მანამ აქ გაიშლება კარვები და გაგრძელდება აქციები"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, პარლამენტის წინ მოწყობილ გასართობ სივრცეში ბავშვები არ მიიყვანონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში