ლევან მიქაბერიძე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს

21 ოქტომბერი 2019, 15:19 1024 ნახვა

პარლამენტში  უზენაესი სასამართლოს უვადო  მოსამართლეობის  კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს უსმენენ. მიქაბერიძეს რომელსაც სამოსამართლეო საქმიანობის 6 წლიანი გამოცდილება აქვს პასუხების გაცემა წარსულში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უწევს.

შეახსენეს,,თბილავიამშენის“ წილებისა და სააქციო საზოგადოება ,,თბილავიამშენის“ აქციების სახელმწიფოსთვის ჩუქების საქმეზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა კანდიდატმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, არგუმენტად კი საქმეზე  სამართლებრივი დავის მიმდინარეობა დაასახელა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში