როგორ დავიცათ ბავშვები ძალადობისგან - რჩევები მშობლებს

18 ოქტომბერი 2019, 17:08 3097 ნახვა

ძალადობა და ბულინგი თანამედროვე დროში ყველაზე გავრცელებული სირთულეები, რომლის გადალახვაც ბავშვებს უჭირთ. ამ პრობლემებს მოსწავლეები აწყდებიან სკოლებში, რიგ შემთხვევებში კი, ამ სირთულეების გადალახვას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ. 

არის შემთხვევები, როდესაც შედეგი ძალიან მძიმე და გამოუსწორებელია, ამიტომ მშობლების ჩართულობა ამ პროცესში, ძალადობისგან ბავშვების დაცვისთვის უმთავრესია. აუცილებელია წინასწარ, პრევენციულად ვიზრუნოთ ამაზე. 

განათლების სამინისტრომ სპეციალისტებთან ერთად 21 მთავარი გზავნილი შეადგინა. კარგად დაიმახსოვრეთ და ყოველდღიურობაში დანერგეთ. ეს ის რჩევებია, რომელიც თქვენ და თქვენს შვილებს დაბრკოლებებს მარტივად გადაგალახინებთ. 

1. მოიპოვეთ შვილის ნდობა.

2. შვილისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისი განცდები და ყოველდღიურობა თქვენთვის საინტერესოა. 

3. არ დაელაპარაკოთ მუქარისა და ბრძანების ტონით. 

4. აგრძნობინეთ შვილს, რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია. 

5. დაფიქრიდით, თქვენ ხომ არ ხართ იმის მიზეზი, დასჯის ან საყვედურის შიშით სიმართლეს, რომ გიმალავთ ბავშვი. 

6. დაუთმეთ დრო თქვენს შვილებს. ესაუბრეთ ყოველდღიურად ღიად მის ემოციებზე. 

7. ჩართეთ ოჯახის საერთო საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. 

8. მოუსმინეთ შვილს ყურადღებით. რაც თქვენთვის უმნიშვნელოა, შესაძლოა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

9. აუხსენით, რომ დახმარების თხოვნა, ხშირად ყველაზე მართებული ფორმაა პრობლემის გადასაჭრელად. 

10. ასწავლეთ, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც პრობლემის მოსაგვარებლად უფროსის ჩარევა აუცილებელია. 

11. მიეცით მას არჩევანის გაკეთების საშუალება. 

12. დაარწმუნეთ, რომ დახმარების თხოვნა სწორი და თამამი ნაბიჯია და არა სისუსტე. 

13. შეპირდით შვილს მხოლოდ ის, რის შესრულებასაც აუცილებლად შეძლებთ. 

14. არ გააკრიტიკოთ სხვების თანდასწრებით. 

15. დაინტერესდით ვისთან და როგორ ატარებს თავისუფალ დრო. 

16. შვილის ინტერესების გათვალისწინებით წაახალისეთ სოციალურ პროექტებში. მისი სპორტულ თუ სახელოვნებო აქტივობებში მონაწილეობა.  

​17. აღიარეთ და წაახალისეთ მისი ძალისხმევა და პოზიტიური ჩვევა. 

18. ნუ მოიყვანთ ძალადობის შემცველ მაგალითებს, როგორ სიძლიერის დამადასტურებელ ფაქტებს. 

19. ითანამშრომლეთ სკოლასთან 

20. ქცევის თვალსაჩინო ცვლილების შემთხვევაში მიმართეს სპეციალისტს.

21. თუ შეამჩნევთ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს არ დატოვოთ უყურადღებოდ.

მშობლებს განათლების სამინისტრო ფსიქოლოგის  უფასო კონსულტაციებსაც სთავაზობს. საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკოთ ​ნომერზე 0800000088

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში