ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ტყვია ესროლა გარდაიცვალა

11 ოქტომბერი 2019, 16:15 2327 ნახვა

გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შემთხვევა ხაშურში დღეს მოხდა. 30 წლის ქალი საავადმყოფოში, თავის არეში დაზიანებით უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. ექიმების განცხადებით, ის რეანიმაციაში მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო. 

''პაციენტს აღენიშნებოდა ქალასარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ინტრაცერებლური სისხლჩაქცევით და სისხლის დიდი დანაკარგით. გამოვლინდა ტვინის შეშუპებაც. სიმპტომური მკურნალობის მიუხედავად პაციენტი გარდაიცვალა“, - აცხადებენ კლინიკაში. ინფორმაციას  imedinews ავრცელებს.

ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. გარდა ამისა, ეჭვმიტანილმა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში