''დინამოური'' დერბი -ბათუმი სუპერ დაპირისპირების მოლოდინში

06 ოქტომბერი 2019, 11:17 2091 ნახვა

დღეს საქართევლოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბათუმში გამიართება. ,,ანგისის საფეხბურთო ბაზა'' მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას უმასპინძლებს, სადაც ბათუმის ,,დინამო'' თბილისის ,,დინამოს'' დაუხვდება.თბილისელებს დისკვალიფიკაციის გამო კლუბის გამორჩეული ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე დააკლდებათ.  შეხვედრა დღეს 20:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელ დაპირიპირებაში ერთმანეთს ორი ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი შეხვდება. ამ დროისთვის ორივე გუნდს 61-61 ქულა აქვს და მესამე ადგილზე მყოფ ,,საბურთალოს'' 7 ქულით უსწრებენ.

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს უკვე სამჯერ შეხვდნენ ,  2 გამარჯვება გია გეგუჩაძის გუნდმა მოიპოვა ,ხოლო ერთი მატჩი დედაქალაქელებმა მოიგეს.

დღევანდელ შეხვედრაში ბომბარდირობის ორი კანდიდატი ლევან კუტალიას და ჯოვინო ფლამარიონის პირადი დაპირსიპირებაც იქნება . ამ დროისთვის კულატლიას 17 გოლი აქვს ,ხოლო ფალამარიონის ანგარიშზე 15 გოლია.

გარდა ამისა დღევანელ შეხვედრაში მიმდინარე სეზონის ორი გამორჩეული მეკარის დაპირიპსირებაც იქნება მიხეილ ალავიძემ ამ სეზონში ყველაზე მეტ  13 მატჩში შეინახა კარი მშრალად , ხოლო ხოსე პერალესმა 12 შეხვედრაში.

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით დღევანდელ დაპირისპირებას რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ბირსანი იქნება .

ბოლოს ამ გუნდებს შორის ბათუმში გამართულ დაპირისპირებას 8000 გულშემატკივარი დასესწო ,რაც სეზონის რეკორდული მაჩვენებელია.

''დინამოური'' დერბი დღეს 20:00 საათზე ,,ანგისის საფეხბურთო ბაზაზე'' გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში