პროკურატურაზეც ვთქვი, რომ საქმეებს ხაჭაპურივით აცხობენ - ხაზარაძე სექსიზმს გამორიცხავს

03 ოქტომბერი 2019, 16:46 302 ნახვა

"ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური.  თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.

მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია ისევე როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით.
საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე" - წერს სოციალურ ქსლეში მამუკა ხაზარაძე. 

"ლელოს" დამფუძნებელმა დღეს ინფრატსრუქტურის მინისტრზე, მაია ცქიტიშვილზე თქვა, რომ "შესაძლოა ხაჭაპურებს აცხობს კარგად, მაგრამ ინფრასტრუქტურაში არაფერი გაეგება".  

განცხადება სექსისტურად შეაფასა იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა

 

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში