უფროს წამყვან და მენტორ პედაგოგებს ხელფასი გაეზარდათ

01 ოქტომბერი 2019, 10:11 3492 ნახვა

უფროს წამყვან და მენტორ სკოლის პედაგოგებს  ხელფასი დღეიდან 150 ლარით ეზრდებათ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  სრული განაკვეთის მქონე სტატუსიანი პედაგოგების ხელფასი 1000 ლარს გადააჭარბებს. უწყებაში  აცხადებენ, რომ პედაგოგებს 2022 წლამდე ყოველ შემოდგომაზე განსაზღვრული სქემით მოემატებათ ხელფასები.

პედაგოგების გარდა, პირველი ოქტომბრიდან ხელფასები ეზრდება სკოლის სხვა პერსონალსაც,  20 პროცენტით იზრდება დირექტორისა და ადმინისტრაციის წევრების ანაზღაურებაც, გაზრდილ ხელფასს  მიიღებენ მანდატურებიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში