იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაო აიღო და ნაკრებს ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა

17 სექტემბერი 2019, 17:55 300 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა 130 კგ.წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინაჯოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა გერმანელი ედუარდ პოპი ანგარიშით 5-0 დაამარცხა. ბრინჯაოს მედალთან ერთად იაკობმა დამამშვიდებელ წრეში ჩილელ აკოსტა ფერნანდს 2-1 მოუგო და ნაკრებს 2020 წლის ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა.

გუშინ პირველი ოლიმპიური ლიცენზია 97 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ნუგზარ წურწუმიას და ლაშა გობაძის მოპოვებული 2 ოქროს მედლია.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი