ბათუმის ბაღებში 1600 ბავშვი ვერ მივიდა, 7979 კი სწავლა დაეწყო

16 სექტემბერი 2019, 12:29 2251 ნახვა

სააღმზრდელო პროცესი დაიწყო დღეს საჯარო ბაღებშიც. ქალაქში 33 საბავშვო ბაღია, მათგან ორში  სარემონტო სამუშაოების გამო სააღმზრდელო პროცესი დაახლოებით ერთი თვის  დაგვიანებით დაიწყება.   წელს  ბათუმში 1600 ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა, მიზეზი ქალაქის ურბანულ ზრდაა.

განსაკუთრებით დეფიციტია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ოპოზიცია ხელისუფლებას ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლას სთავაზობს. 

ელექტრონული რეგისტრაციისას, მშობლების მიერ შევსებულ განაცხადებში პრიორიტეტისა თუ მისამართის შეცდომით მითითების გამო ჩარიცხულ ბავშებს ხელახალი რეგისტრაცია და რიგში ლოდინი მოუწევთ.

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში