ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

23 აგვისტო 2019, 11:16 3006 ნახვა

სექტემბერიდან ბათუმისა და ფოთის პორტებიდან რუმინეთის პორტ კონსტანცას მიმართულებით და პირიქით რეგულარული საზღვაო-საკონტენიერო ხაზი იფუნქციონირებს.
საკითხი  „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებსა და ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი ქვეყნებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.

მხარეთა შეთანხმების შესაბამისად საქართველოს გავლით, კერძოდ საქართველოს რკინიგზით ევროპა-ჩინეთი-ევროპის და ევროპა-ცენტრალური აზია-ევროპის სატრანზიტო ტვირთები გადაიზიდება.

ახალი საკონტეინერო მარშრუტის მეშვეობით საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მულტიმოდალური გადაზიდვის - როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო კუთხით, რაც ხელს შეუწყობს როგორც „საქართველოს რკინიგზის“, ასევე ქვეყნის პორტების განვითარებას, აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

მათივე თქმით, საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზით დაკავშირება ტვირთის ადგილამდე ჩატანის დროსაც შეამცირებს და ერთი მიმართულებით მარშრუტი 5 დღეში განხორციელდება.

გეგმის მიხედვით, საკონტეინერო გემები რეისებს ყოველ 10 დღეში შეასრულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში