ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

25 ივლისი 2019, 15:15 1017 ნახვა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებითა აშშ  შეშფოთებას გამოთქვამს.  ,,აშშ-ს საელჩოს განცხადებით ნათლად ჩანს, რომ სასამართლო სისტემის გადარჩენა გადამწყვეტი ფაქტორია“-ასე ფიქრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე.  ბრალის ნაწილში კითხვები აქვთ მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც. პროკურატურისგან დამაჯარებელ მტკიცებულებებს ითხოვენ.

ჯერ ისევ უცნობია როდის იმსჯელებს სასამართლო თიბისი ბანკის დამფუძნებლების საქმეზე. ასევე არ არის ცნობილი რას მოითხოვეს ბიზნესმენების წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა. უწყება მათ ფულის გათეთრებას ედავება. საუბარია 16 მილიონ  მეტ ლარზე. ამ პროცესების პარალელურად თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა თანამებობები დატოვეს, სამეთვალყურეო საბჭო კი თანადგომას უცხადებს. მათ სპეციალური წერილიც გაავრცელეს, რომელშიც ნათქავმია, რომ ისინი ელოდებიან, როდის გაქარწყლდება წარდგენილი ბრალი.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში