''WASHINGTON POST'' საქართველოში ტერაქტების აღკვეთის საქმეზე წერს

23 აგვისტო 2016, 00:00 2250 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთის ფაქტს „ვაშინგტონ პოსტი“ გამოეხმაურა. „პოლიციამ საქმესთან კავშირში მყოფი კიდევ მეექვსე ადამიანის დაკავება შეძლო, მეშვიდე დამნაშავე კი პოლიციის თანამშრომელია, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეა ეჭვმიტანილი. დაზვერვის თანამშრომლების ინფორმაციით, შაბათ-კვირას თბილისის სამხრეთით მდებარე ტყის მასივში იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების სამალავი აღმოაჩინეს. ხელისუფლებამ კადრები უკვე გაავრცელა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ გადაჰყათ დაკავებულები“-- წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

ამავე კატეგორიაში