საკრებულოს სხდომას ბათუმის მერიის ის ჩინოვნიკები მაინც დაესწრონ, ვინც შენობაში დარჩა - ნოდარ დუმბაძე

14 ივნისი 2019, 12:51 1280 ნახვა

ბათუმის საკრებულოს წევრებს, მმართველი თუ ოპოზიციური პარტიებიდან, დღეს  საკრებულოს სხდომაზე შენიშვნები ჰქონდათ და ის ძირითადად ბათუმში ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო მიმართულებით არსებულ პრობლემებს ეხებოდა. 

დეპუტატებმა სამარშრუტო ტაქსებში სავალდებულო კონდიცირების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ტენდერის  პირობების მიუხედავად, 80%-ში ჩართული არ არის.

დეპუტატებს პრეტენზიები ჰქონდათ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართაც, რომლის გამო სამ ადგილზე  ჩახერგილია და შეფერხებულია  ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა, თუმცა სამუშაოები, დეპუტატების მტკიცებით, ნაწილში შეჩერებულია, ნაწილში კი ნელი ტემპით მიმდინარეობს.  

ამ და სხვა პრობლემურ საკითხებზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პასუხისმგებელი პირების განმარტებები მოითხოვეს და საკრებულოს სხდომებზე მათი დაუსწრებლობის გამო, მერი ლაშა კომახიძე და მერიის თანამდებობის პირები საკრებულოს უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.  

"გვერდით ოთახში ზის ქალაქის მერი და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, თუმცა ისინი არ შემოდიან საკრებულოს სხდომაზე. პრინციპში, ისინი მაინც ვინც დარჩა (იგულისხმება სპეცოპერაციის შედეგად მერიის 5 ჩინოვნიკის დაკავება. ავტ.). თქვან მაშინ პირდაპირ, რომ არ აინტერესებს საკრებულოს სხდომები," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნოდარ დუმბაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი