კენჭისყრა დასრულდა - ოპონენტების შტაბებში არჩევნების დღეს აჯამებენ

09 ივნისი 2019, 21:30 882 ნახვა

მთაწმინდაზე კენჭისყრა დასრულდა, მოქალაქეებმა არჩევანი „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გააკეთეს. არჩევნების პირველ ტურში, კანდიდატებმა 50% -იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. ლადო კახაძისა და შალვა შავგულიძის შტაბებში ახლა, შედეგებს ელოდებიან.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში