დაკავება ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე

28 მაისი 2019, 15:17 242 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების  დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულებმა  უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, რამდენიმე პირის სახელზე, ფორმალურად დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც, ერთ - ერთი ასეთი კომპანიის სახელით,  მეორე კომპანიაზე ფიქტიურად გაწერეს დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი