ქობულეთში დროებითი მოთავსების იზოლატორი განახლდა

11 მაისი 2019, 15:08 2464 ნახვა

ქობულეთში დროებითი მოთავსების იზოლატორი  გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა, ამოქმედდა  ახალი  ვიდეომეთვალყურეობის სისტემა,გაიხსნა  სამედიცინო პუნქტი. იზოლატორში მყოფ პირებს სამედიცინო მომსახურებას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ნაცვლად, ადგილობრივი  მედპერსონალი გაუწევს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

განახლებული  ინფრასტრუქტურა  მინისტრის მოადგილემ  დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად  დაათვალიერა.  ნათია მეზვრიშვილის განცხადებით,  წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის   მიერ  გამოქვეყნებული დადებითი ანგარიში თითოეული თანამშრომლის   შრომის შედეგია.   დოკუმენტის თანახმად,  შემოწმების პერიოდში პოლიციის, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ გამოვლენილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში