პროკურორის დასკვნითი სიტყვა ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულთა პროცესზე

03 აპრილი 2019, 00:00 754 ნახვა

იმედა აბაშიძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძისა და ბეჟან დეკანაძის საქმის ნაწილში ბრალდების მხარემ დასკნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა. პროკურორმა იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც გამომძიებლების მტკიცებით, ადასტურებს რომ ოთხივე პირი მონაწილეობდა ქურდულ გარჩევებში და დგინდება მათი წევრობაც.

საქმის პროკურორის განმარტებით, საქმეში მთავარი მტკიცებულებაა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ბრალდებულების სატელეფონო საუბრები სხვადასხვა პირებთან ქურდული გარჩევების შესახებ, კომუნიკაცია მინდია ლავასოღლისთან და მოწმეთა ჩვენებები. ფრიდონ ქარცივაძის ინფორმაციით, საქმეშია ასევე ბრალდებულ ბეჟან დეკანაძის ტელეფონიდან ამოღებული ფოტო სურათი, სადაც ჩანს თავად ბრალდებული კანონიერ ქურდებთან, მათ შორის ლავასოღლთან.

დაცვის მხარე სადავოს ხდის მთავარ მტკიცებულებას, კერძოდ სატელეფონო ჩანაწერებზე ჩატარებულ ექსპერტიზას და ასევე აცხადებენ რომ პროკურორო დასკვნით სიტყვაში საუბრობდა იმ მტკიცებულებებზე, რომელთა გამოკვლევაც სასამართლო პროცესზე არ მომხდარა. ამ წუთებში დასკვნით სიტყვას ამბობს დაცვის მხარე. ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. გამოძიება ბრალდებულებს ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდულ შეკრებაში სდებს ბრალს. 4-ვე პირის მიმართ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განაჩენს სავარაუდოდ 5 აპრილს გამოაცხადებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში