სახანძრო მანქანა და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ

18 მარტი 2019, 00:00 4258 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს სახანძრო მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. მოგვიანებით კი მიკროავტობუსი ქუჩაში გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად კლინიკაში არავინ გადაუყვანიათ. მედიკოსებმა მძღოლს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ სახანძრო და სასწრაფო დახმარების ავტომობილები ჩაიკოვსკის ქუჩაზე მოძრაობდნენ, მიკროავტობუსი კი მელიქიშვილის ქუჩაზე.  მათივე თქმით, ხილვადობას აფერხებდა ტრაილერი, რომელიც საავტომობილო გზის მარცხენა კუთხეში იყო გაჩერებული. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში