დასკვნითი სასამართლო პროცესი სასტუმრო ''ლეოგრანდის'' საქმეზე

20 დეკემბერი 2018, 00:00 922 ნახვა

ყოფილი სასტუმრო “ლეოგრანდის “ საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა მომდინარეობს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროკურორი და ბრალდების მხარეები დღეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ და საკუთარ პოზიციას საბოლოოდ დააფიქსირებენ.

პროკურორმა დღეს ისაუბრა ექსპერტიზის დასკვნებზე, მოწმეების ჩვენებებსა და ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე. მან მოსამართლეს მონიტორზე უჩვენა ფოტოები, რომელიც გამოძიების დროს სასტუმროში  გადაიღეს. ე.წ. საქვაბეს კადრები, სადაც მისი განცხადებით, მოწყობილი იყო საწყობი და ინახებოდა ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც მისი თქმით, დაუშვებელი იყო.

ბრალდების მხარე მიიჩნევს რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი მიქელაძეს, რომელიც საწყობის ხელმძღვანელო იყო და ასევე ფათიჰ იავუზს, რომელიც მისი თქმით ტექნიკურ უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. პროკურორის თქმით, გამოძიებამ და ექსპერტიზამ აჩვენა რომ არ მუშაობდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.

დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ ბრალდებულები არ იყვნენ პასუხისმგებელი სასტუმროს მეოთხე სართულზე არსებულ ე.წ. საქვაბეზე და იქ არსებულ საწყობზე. ხანძარი ყოფილ სასტუმრო  „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს მოხდა და დაიღუპა 11 ადამიანი, მოიწამლა 20-მდე. გამოძიება 4 თვე გრძელდებოდა, სასამართლო პროცესი  კი უკვე 9 თვეა მიმდინარეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში