გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს

29 ნოემბერი 2018, 00:00 1985 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ წუხელ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მხარდამჭერებს დღეს შეხვდებიან და სამომავლო გეგმებზე მათთან ერთად ჩამოყალიბდებიან.

მანამდე კი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაუმორჩილებლობის პროცესს იწყებდა.

ამავე კატეგორიაში