''შუახევობა''  2018

13 ოქტომბერი 2018, 00:00 1921 ნახვა

სახალხო დღესასწაულ „შუახევობას“ აღნიშნავენ დღეს შუახევის მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციული ერთეულების მიერ დეკორატიული კუთხეები მოეწყობა, წარმოდგენილი იქნება აჭარული სამზარეულო, ფოლკლორი, ეთნოგრაფიული ნიმუშები, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციები, გამოიფინება სოფლის ნობათი.

დაჯილდოვდებიან საპატიო ''შუახეველები''. ზეიმი შუახევში კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება, ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოიყო.

სახალხო დღესასწაული მუნიციპალიტეტში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, თავდაპირველად ის სიმღერის დღესასწაულად იყო ცნობილი.

ამავე კატეგორიაში