ქედაში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობისათვის 530 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება

15 აგვისტო 2018, 00:00 2225 ნახვა

 530 ათასი  ლარი ქედის მუნიციპალიტეტების სოფლის ცენტრების კეთილმოწყობისათვის. 200 ათასი ლარის სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა სოფელში უკვე მოეწყო გარეგანათება. დარჩენილი თანხით მერიამ ტენდერი სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გამართვისთვის გამოაცხადა. მათ შორისაა, გზების რეაბილიტაცია, მგზავრთა მოსაცდელების, სანიაღვრე არხებისა და მილხიდების მოწყობა.

სამუშაოები 55-მდე სოფელშია დაგეგმილი. ქედის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სამუშაოები მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით დაიგეგმა.

ამავე კატეგორიაში