პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში

28 აპრილი 2018, 00:00 1564 ნახვა

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს პარლამენტის მაჟორიტარს ირჩევენ. 54-ე ოლქის შუალედურ არჩევნებში 48 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული და მასში ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი და ასევე ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული კანდიდატები მონაწილეობენ.

შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ამავე კატეგორიაში