„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორ კვირაში იქნება მესამე მოსმენა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ოთხ კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა. მისივე განმარტებით, კანონი ძალაში ამ მოწვევის პარლამენტის ფუნქციონირებისას არ შევა.
პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ ძალადობა შობს ძალადობას და ძალადობის წამხალისებელი პირების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ ასევე პოლიციელებს მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდა.