შსს სკოლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტს იკვლევს

15 თებერვალი 2018, 00:00 3808 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხელვაჩაურში, სკოლის მოსწავლეზე,  სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტს იკვლევს.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გახდა ცნობილი, სრულწლოვანმა მამაკაცმა სექსუალური კავშირი 12  წლის გოგონასთან დაამყარა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140 მუხლით აღიძრა, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირს გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში