ერთიანი ეროვნული გამოცდები

01 ივლისი 2016, 00:00 4463 ნახვა

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების მეორე სესია დაიწყო. ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველმა სესიამ მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე ჩაიარა. დილით ბათუმის საგამოცდო ცენტრში 923 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, მათგან 20 არ გამოცხადდა. პირველ სესიაზე დაგვიანების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს. აჭარაში საგამოცდო ცენტრები წელსაც ბათუმსა და ხულოში მოქმედებს. 220 აბიტურიენტი დარეგისტრირდა ხულოს საგამოცდო ცენტრში. ეროვნული გამოცდები ხვალაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში