ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

09 იანვარი 2018, 00:00 2708 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაამზადა 3 ათას 300 ერთეულზე მეტი ყალბი ერთლარიანი მონეტა, რომლებიც  სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ბრალდებულის მიერ დამზადებული მონეტების დასამზადებლად საჭირო მასალა,  ყალიბები და ხელსაწყოები.    

ამავე კატეგორიაში