სახალხო დამცველის რეკომენდაციები

17 დეკემბერი 2017, 00:00 1783 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის, ფოთის, გორის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, შშმ პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ  შშმ პირის მიერ სპეციალური სადგომით სარგებლისათვის აუცილებელია შესაბამისი საცნობი ნიშნის ქონა, თუმცა დადგენილებებით არ არის განსაზღვრული საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყება. პარკირების წესებით გაურკვეველია საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა აქვს თუ არა ყველა შშმ პირს, მიუხედავად შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხისა და ან/და მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის კუთვნილებისა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი