იაპონიაში ძლიერ ტაიფუნს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

23 ოქტომბერი 2017, 00:00 3366 ნახვა

იაპონიაში ძლიერ ტაიფუნს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 90-მდე კი დაშავდა.

ქვეყანის ტერიტორიაზე იქ სადაც, რისკის მაღალი მაჩვენებელი იყო, ხელისუფლებამ სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა.

 ქვეყანაში გააქტიურდა მეწყრული პროცესები. მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გაუქმებულია 300 ავიარეისი.

ტაიფული ,,ლანი“ კვალიფიცირებულია, როგორც მე-4 კატეგორიის ქარიშხალი. რომელიც დღეს შუადღისთვის შესუსტდება, თუმცა მაინც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. 
ამ მომენტისთვის ქარიშხალი ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობს და საღამოსთვის შესაძლოა ჰონსიუს კუნძულებს მიაღწიოს.

ხვალისთვის კი ქარის სიჩქარე შემცირდება და მეორე კატეგორიამდე დაიკლებს.

წყარო - www.weather.com - national and local weather, report and hurricane coverage.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში