ქობულეთში მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც  ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა დაიტბორა

16 ოქტომბერი 2017, 00:00 3063 ნახვა

რთული ვითარებაა ქობულეთშიც. მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც  ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა დაიტბორა. მაღალმთიანი აჭარის მსგავსად აქაც რამდენიმე სოფელში განვითარდა მეწყერი. ძირითადად მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ჩამოწვა.

გზების გაწმენდა ამ დროისთვის ყველა მიმართულებით ვერ ხერხდება. მიზეზად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის წარმომადგენელი   არასაკმარის ტექნიკას ასახელებს. ირაკლი კახიძე  აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში 30-მდე  სხვადასხვა ადგილას განვითარდა მეწყერი, არსებული ტექნიკა კი მხოლოდ 6 მიმართულებით მუშაობს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში