ქობულეთში დამეწყრილი სახლების რაოდენობა 42 მდე გაიზარდა

03 ოქტომბერი 2017, 00:00 4702 ნახვა

ქობულეთში კვლავ სტიქიას ებრძვიან. რამდნიმე სოფელში მეწყრის ახალი კერები განვითარდა. ბოლო მონაცემებით, დამეწყრილი სახლების რაოდენობა 42 მდე გაიზარდა. პარალელურად დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩაც.

სახლების პირველ სართულებზე ამჟამად  წყალი აღარ დგას. ამ დროისთვის მდინარე აჭყვისწყლის დონემ დაიწია. მდინარის ადიდების შედეგად გელაურის დასახლება, რუსთაველის ქუჩა და ცენტრალური მაგისტრალი დაიტბორა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში