საარჩევნო გარემო

22 სექტემბერი 2017, 00:00 1520 ნახვა

ბათუმი საარჩევნო დავების შესახებ კონფერენციას მასპინძლობს. უკვე გაიმართა სემინარი, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სიახლეებზე ისაუბრეს. შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, ასევე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მრჩეველი ესწრება.

საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშირისო ექსპერტებთან ერთად საარჩევნო საკითხებს რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები განიხილავენ. მოსამართლეებმა საარჩევნო დავების შემჭიდროვებულ ვადებთან დაკავშირებით გამოთქვეს პრეტენზიები, რასაც ასევე ეთანხმებიან საერთაშორისო ექსპერტები. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში