საარჩევნო შეხვედრა უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე

18 სექტემბერი 2017, 00:00 1763 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემდეგ, აჭარის უმაღლესი საბჭო – მესამე სექტორსა და ოპოზიციურ პარტიაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის კიდევ ერთ ფაქტზე საუბრობენ. სახელმწიფო უწყებამ ოფიციალური ფეისბუკის გვერდი, “ქართული ოცნების” კანდიდატების აგიტაციისთვის გამოიყენა, რისი უფლებაც არ ჰქონდა.

ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში, იურისტმა მიზეზად გვერდის ადმინისტრატორის შეცდომა დაასახელა, უმაღლეს საბჭოში კი, იმის მიუხედავად, რომ ფოტოები მალევე წაშალეს, ფაქტს დარღვევად არ მიიჩნევენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში