საარჩევნო უბნების გაზრდილი რაოდენობა

16 სექტემბერი 2017, 00:00 1447 ნახვა

ქედის # 80 ოლქში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 27 უბნის ნაცვლად 31 გაიხსნება. აღნიშნული 4 უბანი გასულ წლებში ხელვაჩაურისა და ხულოს ოლქებს ეკუთვნოდა. უბნები ოფიციალურად ფუნქციონირებას, არჩევნებამდე 30 დღით ადრე დაიწყებენ.

უკვე შერჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. ქედის #80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, უბნების ის ნაწილი ადაპტირებულია, სადაც შშმ პირებია რეგისტრირებული. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში