„ამ გუნდის მთავარი მიზანი თქვენი პრობლემების გადაწყვეტა იქნება - გიორგი კვირიკაშვილი

12 სექტემბერი 2017, 00:00 1459 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მერობის კანდიდატები წარუდგინა. გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონში ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „გვიხარია, რომ აჭარას ეტყობა წინსვლა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ ხალხი მშვიდად ცხოვრობდეს. ბათუმს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, ჩვენი ვალია ეს პოტენციალი სრულად ავითვისოდ“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის კეთების გამარტივებაზე, ჯანდაცვის პროექტებზე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერასა და ახალი საწარმოების მშენებლობაზე ისაუბრა.  გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა. 

"ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ აჭარაში მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეგიონში ათეულობით ახალი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. კაპიტალის დაბანდება უცხოელი და ქართველი ბიზნესმენებისათვის უსაფრთხო და პერსპექტიული გახდა. ჩვენ ეს ნდობა მოვიპოვეთ. რაც მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის მეთაურმა ვრცლად ისაუბრა საავტომობილი გზების მშენებლობის კუთხით დაგეგმილი პროექტები იყო. საუბარია ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომლის ჯამური ინვესტიცია 350 მილიონ ლარს აჭარბებს. პრემიერმა თქვა, რომ შემოდგომაზე  ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაც დაიწყება, რაც  საკურორტო ზონაში მოძრაობას საგრძნობლად განტვირთავს. დაგეგმილია ასევე ბათუმი-სარფისა და  მაღალმთიან აჭარაში ხულო-ზარზმის გზების მოწესრიგება.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში