''ქართული ოცნების'' საარჩევნო კანდიდატები საჯარო სამსახურებში 

11 სექტემბერი 2017, 00:00 3981 ნახვა

“ქართული ოცნება“ აჭარაში დეპუტატობის და მერობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს, თუმცა წარდგენამდე და საარჩევნო რეგისტრაციამდე პარტიამ უკვე დაიწყო სარეკლამო კამპანია. “ქართული ოცნების“ კანდიდატების ნაწილის ფოტოები ბილბორდებზე ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს გადადგომის შესახებ განცხადება არ ჰქონდათ დაწერილი.

ამით საარჩევნო კოდექსი არ დარღვეულა, თუმცა “სამართლიან არჩევნებში” აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობად. 11 სექტემბრის მონაცემებით, “ქართული ოცნების” არცერთი კანდიდატი საარჩევნო ადმინისტრაციაში ოფიციალურად რეგისტრირებული არაა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი