ბათუმს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი არ ეყოლება

28 აგვისტო 2017, 00:00 2343 ნახვა

“ქართული ოცნების” ახალი სია ძველი სახეებით – ჯერ ოფიციალურად არ გაუსაჯაროვებიათ, თუმცა უკვე ცნობილია რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში საარჩევნო სიის პირველი ნომერი განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე სულიკო თებიძე იქნება. ცნობილია მმართველი გუნდის მერობის კანდიდატიც – ეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძეა. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია ვის დაუპირისპირებს მმართველი გუნდის კანდიდატებს “ნაციონალური მოძრაობა” ბათუმში – ამბობენ, რომ სიაში ახალი სახეები ეყოლებათ.

დამოუკიდებლად აპირებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, უკვე მეორედ გოჩა გუგუნავა, ასევე დამოუკიდებელ კანდიდატობას აპირებდა მომღერალი კახაბერ ცისკარიძე, თუმცა უკვე დაგვიანებულია, რადგან საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა, რომლებმაც შემდგომში კანდიდატები უნდა წარადგინონ დასრულებულია. მესამე სექტორში საკანონმდებლო ხარვეზზე საუბრობენ.  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ცესკოს, შემჭიდროვებულ ვადებთან დაკავშირებით უფრო აქტიური საინფორმაციო კამპანია უნდა წარემართა.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში