ხულოში, საციხური-გელაურის მიმართულებით 4 კილომეტრიანი გზის სამუშაოები დასრულდა

25 აგვისტო 2017, 00:00 1377 ნახვა

ხულოში, საციხური-გელაურის მიმართულებით 4 კილომეტრიანი გზის სამუშაოები დასრულდა. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი, დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება 1 759 490 ლარს შეადგენს. გარდა გზის ასფალტობეტონის სამუშაოებისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბეტონის საყრდენი კედელი, გაბიონი, რკინაბეტონის არხი და ლითონის მილი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტი 7 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი