მეოცე საუკუნის საუკეთესო საესტრადო მომღერალი- შარლ აზნავური

06 ივლისი 2021, 15:27 3067 ნახვა

მეოცე საუკუნის საუკეთესო საესტრადო მომღერალი- შარლ აზნავური

აზნავური მსოფლიომ თავისი სახასიათო ხმითა და პოეზიით მიიღო. ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ფრანგმა შანსონიემ შემოქმედებითი კარიერა 1933 წელს დაიწყო, რომელიც შთამბეჭდავი 85 წელის გრძელდებოდა. მის აქტივში 1200-ზე მეტი ჩაწერილი სიმღერა და 180 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია. ჟურნალ Time-ს და CNN-ის შეფასებით, აზნავური გამოცხადდა XX-ე საუკუნის საუკეთესო საესტრადო მომღერლად.