ჩეჩილია ბარტოლი -55

06 ივნისი 2021, 14:29 3213 ნახვა

ჩეჩილია ბარტოლი -55

დღესდღეობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიელი ჩეჩილია ბარტოლი საოპერო სცენაზე ყველაზე ვარსკვლავური შემსრულებელია და 4 ივნისს მას 55 წელი შეუსრულდა. რა თქმა უნდა, ამ მრგვალ თარიღს არ გამოვტოვებდი, ვინაიდან, იმას რაც ჩეჩილიამ მოკლე დროში მოახერხა , ელემენტარულად პატივისცემის ღირსია. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია, რომლის დისკებიც მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი ტირაჟით იყიდება . მაგალითად ჩეჩილიას ვივალდის არიების უცნობი ჩანაწერების დისკის 300 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. როდესაც ამ ჟანრის მუსიკაზე ვლაპარაკობთ, ვიცით, რომ არ ახასიათებს მაღალტირაჟიანობა და მილიონიანი აუდიტორიების დაფარვა, არ არის კომერციული ელემენტი, შესაბამისად ბარტოლის დისკები გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ. კლასიკური მუსიკის შემთხვევაში ეს კოლოსალური ციფრებია.

პირველი ქალი სიქსტეს კაპელაში სიმღერის უფლებით. პირველი ქალი, რომელიც სულ მალე მონტე კარლოს ოპერას უხელმძღვანელებს. დიდი მეცო-სოპრანო ჩეჩილია ბარტოლი