ჰიტები მისამღერის გარეშე

17 მაისი 2021, 15:35 2931 ნახვა

ჰიტები მისამღერის გარეშე

ამის დაჯერება რთულია, მაგრამ მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებობს რიგი კომპოზიციები, რომლებიც უჩვეულო აგებულების მიუხედავად, ლეგენდარულებად იქცნენ... გასაოცარი ნამუშევრები, რომლებსაც, უბრალოდ, არ გააჩნიათ მისამღერი - სიმღერის შემადგენლის ერთ-ერთი მკაფიო და დასამახსოვრებელი ნაწილი. სიმღერების უმრავლესობა არის კუპლეტური ფორმის, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება კუპლეტი (ერთნაირი ჰანგი სხვადასხვა ტექსტზე) და მისამღერი (ჰანგიც და ტექსტიც მეტწილად უცვლელი). მიჩნეულია, რომ სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს, რაღაც თვალსაზრისით, მუსიკალური ნაწარმოების კომერციულ წარმატებას, ასევე მის პოპულარობას მსმენელთა შორის... თუმცა, არა ამ გადაცემის სიაში შესულთათვის...