#ონლაინ პროგრამა „ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომა ჯანდაცვაში“ # ონლაინ პორტალი ხანდაზმულთათვის

20 აპრილი 2021, 17:12 14766 ნახვა

#ონლაინ პროგრამა „ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომა ჯანდაცვაში“ # ონლაინ პორტალი ხანდაზმულთათვის

# კონტაქტი

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

დღევანდელი, 20 აპრილის გადაცემაში ვისაუბრეთ ონლაინ სასწავლო პროგრამაზე „ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომა ჯანდაცვაში“, რომლის მიზანი პაციენტზე ზრუნვის ახლებური მიდგომის დანერგვაა. აღნიშნულ სასწავლო პროგრამას გავლილი აქვს აკრედიტაცია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციით არის ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ სრულიად უფასოდ, სპეციალურად მათთვის შექმნილი პორტალისა და სასწავლო პროგრამის საშუალებით გაიარონ ტრენინგები და მიიღონ სერთიფიკატი.

დღევანდელ გადაცემაში ასევე შევეხეთ უფროსი თაობის ადამიანებისთვის განკუთვნილ ონლაინ-პორტალს , სადაც ხანდაზმულები მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა ინფორმაციას მიიღებენ. ონლაინ-პორტალი ხანდაზმულთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ „თაობა“ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დაფინანსებით და Bread for the World -ის მხარდაჭერით შექმნა.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო საქართველოს ზრუნვის პლატფორმის თავმჯდომარე, ფონდის „თაობა“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ვახანია.