#კოვიდ პანდემია და ვაქცინაცია # 24 მარტი-ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

23 მარტი 2021, 17:03 14807 ნახვა

#კოვიდ პანდემია და ვაქცინაცია # 24 მარტი-ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

# კონტაქტი

ტრადიციულად ყოველ სამშაბათს „კონტაქტში “ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ.

დღევანდელი, 23 მარტის გადაცემა დაეთმო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და ტუბერკულოზს-დაავადებას, რომელიც თანამედროვე მედიცინის სერიოზული მიღწევების მიუხედავად აქტუალობას არ კარგავს. ხვალ ,24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი ნანა ჯინჭარაძე.