ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება

18 მარტი 2021, 17:04 17250 ნახვა

ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება

# კონტაქტი

დღევანდელი, 18 მარტის „კონტაქტი“ დაეთმო პროექტს „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“. პროექტს საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის მიზანზე, ამოცანებზე, აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე გადაცემის სტუმრებმა ისაუბრეს.

„კონტაქტის“ სტუდიაში იყო პროექტის კოორდინატორი აჭარაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე.

თბილისიდან ტელეფონით ჩაგვერთო პროექტის მენეჯერი, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა იოსელიანი.