ჟან მონეს პროგრამა

15 მარტი 2021, 17:10 15504 ნახვა

ჟან მონეს პროგრამა

# კონტაქტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკომისიის დაფინანსებულ ჟან მონეს პროგრამაში, რომლის მიზანი ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციაა.

პროგრამის ფარგლებში ბათუმის უნივერსიტეტში გაიხსნა ჟან მონეს კათედრა, რომელსაც უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჟან მონეს კურსები წარმატებით დაასრულა ბათუმის უნივერსიტეტის 52 სტუდენტმა.

დღევანდელი , 15 მარტის გადაცემაში ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და შედეგებზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი , ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი მალხაზ ნაკაშიძე და ბსუ-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ჟან მონეს სასწავლო კურსის „ევროპის კავშირის კონსტიტუციური სამართალი“ კურსდამთავრებული ზურაბ გუჯაბიძე.