ამაგები

10 მარტი 2021, 17:16 13288 ნახვა

ამაგები

#კონტაქტი

ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს "კონტაქტი'  სოფლისა  და  სოფლის  მეურნეობის  განვითარებაზე  ორიენტირებულ  თემას   ეთმობა.

რამდენიმე წელია აჭარაში ამაგები- აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებები ფუნქციონირებს . მათი შექმნის მიზანი სოფლის განვითარების პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელისუფლებამდე მიტანაა . პირველი ამაგი საპილოტე პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში ჩამოყალიბდა .ამჟამად აჭარაში 46 ამაგია.

დღევანდელი, 10 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ ამაგების როლზე სოფლის გაძლიერებაში .

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების განყოფილების უფროსი ზურაბ ჩიხლაძე და ამაგის „მაჭახელა“ თავმჯდომარე გიორგი სალვარიძე.