"ქალთა ოთახები"
დღევანდელი, 11 თებერვლის გადაცემაში მუნიციპალური „ქალთა ოთახების“ საქმიანობაზე ვისაუბრეთ.
პირველი „ქალთა ოთახი“ 2012 წელს ქვემო ქართლში საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ პროექტის-კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. ეტაპობრივად კი სხვა რეგიონებშიც დაიწყო ფუნქციონირება ,მათ შორის აჭარაში. ამჟამად საქართველოში 30 ქალთა ოთახია.
რამდენიმე დღის წინ „ქალთა ოთახების“ მენეჯერების ონლაინ- შეხვედრა გაიმართა , სადაც იმსჯელეს „ ქალთა ოთახების“ გაერთიანების შექმნაზე და სამოქმედო გეგმაზე. აირჩიეს „ქალთა ოთახების“ გაერთიანების ხელმძღვანელი და რეგიონალური წარმომადგენლები.
„კონტაქტის“ სტუმარი იყო „ ქალთა ოთახების „ გაერთიანების ხელმძღვანელი ფატიმა ბოლქვაძე
ტელეფონით ჩაგვერთო „ ქალთა ოთახების“ რეგიონალური წარმომადგენელი თამილა ფუტკარაძე.